დაჯავშნა
შესვლის თარიღი
გამოსვლის თარიღი
ზრდასრული
ბავშვი

დაჯავშნა

 

სასტუმროს შესახებ


ულამაზესი პეიზაჟებით გარემოცული სასტუმრო ვილა პალასი, სადაც ჰარმონიულად არის შერწყმული ევროპული სტანდარტები და ქართული სტუმართმასპინძლობა, გიწვევთ დაუვიწყარი დღეების გასატარებლად. სასტუმრო ვილა პალასის კუთვნილი ტერიტორიის უპირატესობას წარმოადგენს მისი სიახლოვე ბაკურიანის ცენტრთან და ამავე დროს მისი განცალკევებული მდებარეობა. ნომრებიდან მოსჩანს შესანიშნავი ხედი - ერთი მხრიდან კოხტა-გორა, მეორე მხრიდან - პარკის - მთის ფერდობი. სასტუმროს ინტერიერი შესრულებულია სამთო კურორტის შენობათა სტილში. ირგვლივ განლაგებული რბილი ავეჯი გაგილამაზებთ საღამოებს. კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა შეგიქმნით დაუვიწყარ ატმოსფეროს.


"ვილა პალასი" გთავაზობთ დაუვიწყარ დასვენებას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ სამთო-სათხილამურო კურორტზე ბაკურიანში. სასტუმროში სულ 61 მაღალი კლასის ნომერია, თითოეული ოთახის ელეგანტური ინტერიერი, ორიგინალური გაფორმებები, რბილი იატაკი და კომფორტული გარემო შეგიქმნით კომფორტულ გარემოს დაუვიწყარი დღეების გასატარებლად. სასტუმროს ერთ-ერთი უპირატესობაა მისი საუკეთესო ადგილმდებარეობა – სულ რაღაც 50 მეტრითაა დაშორებული სათხილამურო ტრასიდან,ხოლო ბაკურიანის ცენტრამდე კი 10 წუთის ფეხით სავალია.


"ვილა პალასი" გთავაზობთ მყუდრო სამუშაო გარემოს, სადაც თქვენ საშუალება გექნებათ მთლიანად ჩაერთოთ თქვენს სამუშაოში და მოახდინოთ მასზე კონცენტრაცია, რაშიც ხელს შეგიწყობთ ნომრებში არსებული სამუშაო მაგიდები და მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი, საკონცეფერენციო დარბაზები აღჭურვილი პროექტორით, დაფებით და სხვა საჭირო ნივთებით.


ნომრებში არის: მთის, მდინარის, სათხილამურო ტრასის ხედები, გარდერობი, სეიფი, დივანი, მაგიდა, მადუღარა, მინი ბარი, საკაბელო ტელევიზია, ტელეფონი, გათბობის ცენტრალური სისტემა, თმის საშრობი, ხალათი, პირსახოცი, საპონი, შამპუნი. სასტუმროს სრული სერვისი მოიცავს: სამჯერადი კვება (შვედური მაგიდა), დაცული ავტოსადგომი, ბარ-რესტორანი, ბარი, საკონფერენციო დარბაზები 50-დან 200 კაცამდე, საკაბელო ტელევიზია, გასართობი ოთახი: ბილიარდის მაგიდები, მაგიდის ჩოგბურთი და სხვადასხვა სათამაშო მაგიდები, საცურაო აუზი, საუნა ჯაკუზი, ტრენაჟორები, საბავშვო ოთახი, საბავშვო გასართობი მოედანი, ლიფტები, სამრეცხაო, თხილამურების შესანახი ოთახი უკაბელო ინტერნეტი, ტრანსფერი სასტუმრომდე